ნიკოლოზ ვაშაკიძე - სირიაში მიმდინარე პროცესებს ზეგავლენა საქართველოს მომავალზეც ექნება

სირიაში მიმდინარე პროცესებს ზეგავლენა საქართველოს მომავალზე მართლაც ექნება, იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი იქნება ეს ზეგავლენა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე დარტყმა არის დასჯა იმისთვის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სისტემატურად იყენებს ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„ამავე დროს, ეს არის არა მხოლოდ დასჯა, არამედ იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, სადაც მზადდება ეს იარაღი. თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ ოპერაცია ისეა დაგეგმილი, რომ არ მოხდეს მსხვერპლი არც მშვიდობიან მოსახლეობაში და არ შეეხონ რუსეთისა და ირანის შეარაღებულ ძალებს, რომელიც სირიაშია განლაგებული.

ამ დარტყმის გამო რუსეთს უარყოფითი პოზიცია ექნება, რადგან ბაშარ ასადი მისი მოკავშირეა და სწორედ მისი რეჟიმის დასაცავად შევიდა რუსეთი სირიაში თავისი სამხედრო ძალებით. ტრამპმა პირდაპირ მიმართა რუსეთს, რომ არ ეკადრება არც ერთ ნორმალურ ქვეყანას ისეთი დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა, როგორიც არის სირიის რეჟიმი“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს