პრეზიდენტმა გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და თამარ ჩხეიძე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ღვაწლმოსილ ფილოლოგები და პროფესორები: გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძე.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოები დამსახურებულ ფილოლოგებსა და პროფესორებს თავად გადასცა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები პროფესორებს სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის, ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ჩხეიძის დამსახურება, ღირსების ორდენით, ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის აღინიშნა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს