სინერჯი ჯგუფმა კერძო კაპიტალის ფონდი დააფუძნა

სააქციო საზოგადოება სინერჯის კაპიტალის პარტნიორები დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება მიიღონ მეტი სარგებელი ისეთი ორგანიზაციების კაპიტალში ინვესტირებით, რომელთაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ეს ადამიანები ხდებიან სინერჯის კაპიტალის პარტნიორები, რომელთაც ინვესტირებული თანხა გაზრდილი ღირებულებით უბრუნდებათ და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გახდნენ მომგებიანი კომპანიის აქციონერები.
კომპანიები, რომელთაც კაპიტალში თანხების ინვესტირება სჭირდებათ არიან სინერჯი ჯგუფის კლიენტები. მათი ღირებულების გაზრდაზე მიზანმიმართულად მუშაობს სინერჯი, ხოლო ფონდი მათ კაპიტალის გაზრდაში დაეხმარება.
ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მისი შექმნის მოტივებსა და სამომავლო გეგმებზე, შეგიძლიათ ნახოთ სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორის სტატიაში ჟურნალ სტრატეგია და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, www.strategy.ge.
(R)

























