ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში არმირებული წესით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გეო-გრუპი“ აწარმოებს.
„სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.