ყველაფერი მშენებლობის შესახებ

ყველაფერი მშენებლობის შესახებ

26-29 აპრილს გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია“-ში მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენა - "Caucasus Build 2018" გაიმართება, სადაც 200 - მდე კომპანია 17 ქვეყნიდან თავის პროდუქციას წარმოადგენს, სამშენებლო მასალა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელსაწყოები მე- 3-4-5-6 -11 პავილიონებში და „ექსპოჯორჯია“-ს გარე სივრცეში იქნება გამოფენილი.

Caucasus Build 2018- ში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას, მათ შორის "ტუიაპი", რომელიც მსოფლიოში გამოფენების ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზატორი და "ექსპოჯორჯია" -ს დიდი ხნის პარტნიორია. იგი, წელსაც, ტრადიციულად ორგანიზებას უწევს თურქეთის ნაციონალურ მონაწილეობას ამ ღონისძიების ფარგლებში.

„ექსპოჯორჯია“-ს წარმატებული პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოფენის ფარგლებში წელსაც იგეგმება საქმიანი შეხვედრების ორგანიზება მონაწილეებსა და დაინტერესებულ ბიზნეს დამთვალიერებლებს შორის. ამისათვის „ექსპოჯორჯია“-ს წარმომადგენლები წინასწარ უთანხმდებიან ბიზნეს დამთვალიერებლებს მონაწილეობის შესახებ. 26-29 აპრილს, 2-3 საათით მსურველი ორგანიზაციის სახელზე იჯავშნება მოლაპარაკებების მაგიდა „ბიზნეს ლაუნჯში“. დაინტერესებული, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები კი ნახევარსაათიანი შუალედით მიდიან შეხვედრებზე.

მშენებლობისა და ინტერიერის გამოფენა არის ადგილი, სადაც დარგის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან ხვდებიან ერთმანეთს, ამყარებენ ბიზნეს კონტაქტებს, ცვლიან ინფორმაციას და უზიარებენ ერთმანეთს ინოვაციებს სამშენებლო სფეროში, ხშირ შემთხვევაში კი ახალი პროდუქციის პრეზენტაციასაც აწყობენ. ახლად ჩამოყალიბებული კომპანიებისათვის კი, ეს არის შესაძლებლობა იპოვონ თავიანთი ადგილი ბაზარზე და შექმნან საწყისი პოზიცია თავიანთი ბიზნესის გასავითარებლად.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ აწარმოონ მოლაპარაკებები და შეათანხმონ კონტრაქტები, ხოლო დამთვალიერებლებს შეუძლიათ შეიძინონ ხარისხიანი მასალა, მე- 4,5,6 და 11 პავილიონებში იხილონ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი მასალები კაპიტალური მშენებლობისათვის, რემონტისა და გადახურვისათვის საჭირო პროდუქცია, უცხოური სამშენებლო დანადგარები, იზოლაციის სისტემები, ასევე ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის მომსახურებები.

Caucasus Build 2018-ის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია სემინრები: 26 აპრილს 14:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და მშენებლობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო გვენცაძე ისაუბრებს თემაზე: ქვეყნის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმარებასა და მის როლზე ქვეყნის სწორი განვითარებისთვის. 26 აპრილს 15:00 საათზე კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ქალბატონი ეკატერინე სისაური ჩაატარებს შეხვედრას თემაზე: 50 ქონება შენი სასტუმროსთვის.

(R)