სამართალდამცველები 24-ე საჯარო სკოლის დირექტორთან ინციდენტის დეტალებზე საუბრობენ

თბილისში, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორთან სამართალდამცველები იმყოფებიან. საქმე ეხება სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შირის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დარაჯმა განუცხადა, 24-ე სკოლის დირექტორ გიორგი კაკაბაძესთან სამართალდამცველები მომხდარის გასარკვევად იმყოფებიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ მალევე განიმუხტა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება