კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის შემოკრება ხდება გიგი უგულავას პიროვნების, ფიგურის და მისი მომავლის ხედვის გარშემო - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ BCG-ის კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, კვლევა ადასტურებს ერთი მხრივ, რომ ვანსა და ხონში ისევე, როგორც მთელ საქართველოში, „საზოგადოების მყარ და სერიოზულ უმრავლესობას უნდა ივანიშვილის გუნდის შეცვლა და ქვეყნის შემოტრიალება წინსვლისკენ, ხუთწლიანი ვარდნის შემდეგ.“
„რაც ვიცოდით ერთი მხრივ, რომ ვანსა და ხონში ისევე, როგორც მთელ საქართველოში ჩვენი საზოგადოების მყარ და სერიოზულ უმრავლესობას უნდა ივანიშვილის გუნდის შეცვლა და ქვეყნის შემოტრიალება წინსვლისკენ, ხუთწლიანი ვარდნის შემდეგ.
ეხლა ყველაზე მთავარია არჩევნებზე მისვლა და ხმების დაცვა, რათა დავიწყოთ ხონსა და ვანში ივანიშვილის გუნდის შეცვლა, გავაგრძელოთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და რაც მთავარია დავასრულოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
ეს არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ინტერესი. ყველა სხვა სცენარი დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძველი ჩვენი წარმატებისთვის რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლების დიდ ნაწილს სურს ამ ხელისუფლების შეცვლა. ამ უპირატესობამ არ უნდა მოგვადუნოს,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"