კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზარდათ

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, საბავშო ბაღების თანამშრომლებს, მათი ხელფასების ზრდასთან მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ გააცნო. “ეს ადამიანები ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მომავალ თაობას ზრდიან. მათ ყოველდღიურად უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა აქვთ და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ ყოველმხრივ ქონდეთ სამუშაო პირობები,” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
მუნიციპალიტეტში 26 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს, რომელთა კეთილმოწყობის სამუშაოები ყოველწლიურად ხორციელდება და გაგრძელდება მათ სრულ მოწყობამდე.
ასევე შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის თანამშრომლების ხელფასების ზრდაც 25%-დან 40%-მდე განხორციელდა.მომატებულ ხელფასებს მიიღებენ მტვირთავები, მძღოლები და მეეზოვეები – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე.
(R)

























