ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018

ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018

პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ან ორივე ღონისძიებაში - ონლაინ და ონლაინ+რეალურ ღონისძიებაში მონაწილეობის სახით. რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ გააფორმონ კომპანიის სტენდი, განათავსონ ვაკანსიები, მიიღონ გამოხმაურებები ონლაინ, საბოლოო ღონისძიებამდე, ხოლო ღონისძიებაზე პირისპირ შეხვდნენ და გაესაუბრონ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:

დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:

• შეავსონ CV ონლაინ

• ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები

• გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე

• მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი

„ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018“ სტარტს აიღებს 1 მაისს.

ღონისძიებების კალენდარი:

ონლაინ დასაქმების ფორუმი დასავლეთ საქართველო - 1 მაისი - 18 მაისი

ღონისძიება: ბათუმი - 18 მაისი, რუსთაველის გამზირი N40, ჰილტონი ბათუმი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე

-----------------------------------------------------------------------------------------------

ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო - 1 მაისი - 8 ივნისი

ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე

იმისათვის, რომ კომპანიებმა მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში, საჭიროა დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე - მობ: 577 02 75 42 / 574 77 50 57; ოფისი: 219 33 33 (126/108). ან, მოგვწეროთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@hr.com.ge, corporate@hr.com.ge,

დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად წარმატებით იმართება 2009 წლიდან. ღონისძებაში მონაწილეობას იღებენ საბანკო, საფინანსო, წარმოების, საცალო და სავაჭრო სფეროს, FMCG, სამედიცინო, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწე კომპანიები, რომლებიც ფორუმის მონაწილეებს სთავაზობენ აქტიურ ვაკანსიებს ახლა უკვე წინასწარ ონლაინ ფორუმის საშუალებით.

(R)