“Global Benefits Georgia” ტყიბულში სოციალურ აქციას გეგმავს

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “Global Benefits Georgia” 2 მაისს ტყიბულში, კომპანიის მიერ დაზღვეულ თანამშრომელთათვის სოციალურ აქციას გეგმავს. აქციის ფარგლებში შპს „საქნახშირში“ დასაქმებული და დაზღვეული 900 ბენეფიციარისთვის და ასევე მათი დაუზღვეველი ოჯახის წევრების, ბავშვებისა და ახლობლებისთვის შესაძლებელი იქნება სამედიცინო კონსულტაციისა და რიგი კვლევების ადგილზე ჩატარება სრულიად უსასყიდლოდ. მედიკოსთა პედიატრიული გუნდი „მზიურიმედის“ წამყვანი პედიატრის თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით და ასევე, „Global Benefits Georgia”-ს პარტნიორი სამედიცინო ცენტრების „ციტო“, „ოფთალმედი“, „ენმედიცი“, „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“, „ნიუდენტი“ და „ბომონდის“ გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი გამართავს კონსულტაციებს და მომსახურება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემატიკის მქონე 400-მდე პაციენტს.
აქცია “Global Benefits Georgia”-ს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით ხორციელდება. სადაზღვევო კომპანია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის აქციების ორგანიზებას საქართველოს რეგიონებში, კომპანიის მიერ დაზღვეულთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
(R)

























