სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საჯარო ლექციას გამართავს

დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, დოქტორ ვოლტერ ოშელის საჯარო ლექცია: "ეკოსისტემის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე: არქტიკიდან სამხრეთის წყნარ ოკეანემდე".
პროფესორი ოშელი ისაუბრებს გლობალურ დათბობაზე და მიმოიხილავს ამ დარგში არსებულ უახლეს კვლევებს და მიგნებებს. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში. ღონისძიებას დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი.
პროფესორი ოშელის კვლევები და მის მიერ გლობალური ცვლილებების გავლენაზე და ეკოსისტემებზე გამოთქმული მოსაზრებები საერთაშორისოდაა აღიარებული. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული განხორციელებული კვლევებისა და განათლების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის. მათ შორისაა: ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის ჯილდო გამორჩეული სწავლებისა და სტიპენდიებისთვის, თომას როიტერის ჯილდო "ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო Minds-2014", ჯილდო საუკეთესო პრაქტიკისთვის განათლებაში და სხვა.
პროფესორი ოშელი არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. ის აგრეთვე იკავებს კლიმატისა და მდგრადი კვლევების ცენტრის თანადირექტორის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური ცვლილებების კვლევითი ჯგუფის დირექტორის თანამდებობებს.
(R)

























