გორის საფეხბურთო სტადიონზე ვითარება განიმუხტა

გორის საფეხბურთო სტადიონზე, სადაც ცოტა ხნის წინ „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა,ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორმა გია ისიანმა განუცხადა, რომლის დაქვემდებარებაშიც აღნიშნული სტადიონია. ისიანის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. თბილისის დინამოს გულშემატკივარი სტადიონის ტერიტორიიდან პოლიციამ გააცილა. დაშავებული არავინ არის, დამტვრეულია ინვენტარი, სკამები“, - განაცხადა ისიანმა. მისივე თქმით, სტადიონის ტერიტორიაზე საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრები აღარ იმყოფებიან.

გორის „დილას“ სტადიონზე „დილას“ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ ფანებს შორის დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა. დამტვრეულია ინვენტარი, სტადიონზე ქვებს ისროდნენ. აღნიშნულ სტადიონზე ეროვნული პირველობის მატჩი ფრედ დასრულდა. მოგვიანებით კი, გუნდების ფანკლუბებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა