ზურაბ ჯაფარიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას „უსინდისო ტყუილს“ უწოდებს

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, „უსინდისო ტყუილს“ უწოდებს. როგორც პარტიის ოფისში ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, ბრალდებები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აყენებს, უსაფუძვლოა და ამით ცდილობს იმ ძალისმიერი მეთოდების გამართლებას, რომლითაც პოლიცია რიგით მოქალაქეებთან იქცევა.

“პოლიციამ ჩვენი ორი ლიდერი დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდნენ აგრესიულად მომუშავე პოლიციელებს არ დაეკავებინათ უდანაშაულო ადამიანი. რეალურად კი შემდგომ თავადაც ვერ დაამტკიცეს მათი დანაშაული და ეს ადამიანი სახლშია გაშვებული და მას არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ აქვს და ახლა მათაც ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს თავისი აღვირახსნილი ქმედების გამართლებას, ახლა ისინი ცდილობენ, თითქოსდა ჩემი ბიძაშვილი, რომელიც თავდაპირველად დააკავეს (მირიან სარიშვილი), იყოს გამსაღებელი და ვითომ რაღაც საგამოძიებო ღონისძიებას ატარებდნენ. ეს არის უსინდისო ტყუილი. პოლიცია ასე იქცევა ყოველდღე. უბრალოდ, დღეს ეს შემთხვევა ჩვენს ოფისთან დაფიქსირდა და ამიტომ მოჰყვა მას ასეთი გამოხმაურება. თუმცა არსებობს უამრავი შემთხვევა, რომელიც ყოველდღიურად ხდება და რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

არსებული ინფორმაციით, პარტიის დაკავებული ლიდერები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ქალაქის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილები, სადაც პარტიის სხვა ლიდერები აქტივისტებთან ერთად მიდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო