„მაკდონალდს“ საქართველოს დირექტორი „Ray Kroc Award“-ის მფლობელი გახდა

„მაკდონალდსის“ მსოფლიოს საუკეთესო დირექტორების ათეულში საქართველომ საპატიო ადგილი დაიკავა. Ray Kroc Award-ის მფლობელი გლდანის ფილიალის ხელმძღვანელი - სალომე კალაძე გახდა. Ray Kroc Award მსოფლიოში „მაკდონალდსის“ რესტორნების საუკეთესო დირექტორის გამოვლენასა და წახალისებას 2013 წლიდან ემსახურება, „მაკდონალდს საქართველო“ კონკურსში 2014 წლიდან მონაწილეობს.

2018 წლის Ray Kroc Awards ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში ჩატარდა. კონკურსში საუკეთესო ბიზნეს შედეგებით, 60 ქვეყნის წარმომადგენელი იყო წარდგენილი. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 10 საუკეთესო დირექტორი და ერთ-ერთი საპატიო ადგილი „მაკდონალდს საქართველოს“ გლდანის რესტორნის დირექტორმა სალომე კალაძემ დაიკავა.

„Ray Kroc Award“ მაკდონალდსის დირექტორების წახალისებას და ბიზნესში მათი უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას ემსახურება. კონკურსი აყალიბებს რესტორნის დირექტორთა აღიარების კულტურას „მაკდონალდსის“ სისტემაში და მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოს ავლენს. „ყოველივე ეს, ჩვენს თანამშრომლებში განაპირობებს ლოიალობის მაღალ დონეს და თანამშრომელთა მიერ აღიარებას, რომ „მაკდონალდსი“ საუკეთესო სამუშაო ადგილია.“- აცხადებს „მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა ჯავახიშვილი.

InterPressNews.GeRay Kroc Award” -ის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, კონკურსანტი უამრავ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის:

• ოპერირების მიღწევები:

• მიღწევები ხალხის მართვისა და კმაყოფილების კუთხით:

• ბიზნესის განვითარება.

„სალომე კალაძე „მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორია, რომლიც ამჟამად მართავს გლდანის რესტორანს. მის მართვაში არსებული რესტორნები, ყოველთვის გამოირჩევა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით, სისუფთავითა და მაღალი სტანდარტების დაცვით - აცხადებს კომპანიის ოპერირების კონსულტანტი გიორგი გურგუჩიანი.

სულ მალე სალომე ბათუმის რიგით მეორე რესტორნის მართვას შეუდგება, რომელიც ერას მოედანზე გაიხსნება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა