ქუთაისში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნა

ქუთაისში "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორანი გაიხსნა. რესტორნები "ვისოლ ჯგუფის" საკუთრებაა. საპატიო წითელი ლენტი „ვისოლ ჯგუფის“ მფლობელებთან ერთად ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გაჭრა.

ქუთაისში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გახსნას უამრავი ადამიანი დაესწრო. რესტორნები „დრამ შოუს“ ენერგიული წარმოდგენით გაიხსნა და მომხმარებელს საინტერესო აქციებიც შესთავაზეს. „ვენდიმ“ ქუთაისში ახალი რესტორნის გახსნა ახალი მექსიკური ბურგერის „არრიბას“ შეთავაზებით აღნიშნა.

„ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი, „ვისოლ ჯგუფს“ აქ ყოველთვის კარგი პროექტები აკავშირებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამჯერად „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების ქსელით შემოსვლით ვახარებთ ქუთათურებს“- განაცხადა მედიასთან სოსო ფხაკაძემ.

ამერიკული რესტორნების ქსელის ორსართულიანი შენობა, ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მშენებლობა შპს "დიზაინ ბიურომ" "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით განახორციელა, რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა ხელშეკრულება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა