ხობში ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შპს „აგრო ხარება“ 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაციას აშენებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოეწყობა პლანტაცია და დამონტაჟდება თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა. სამუშაოზე დასაქმებულია 70 ადგილობრივი მუშახელი. პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, თანადაფინანსება ხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი, ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი.

„ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც ნერგების შეძენის, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით. ფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70% და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50%.

სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული დასაფინანსებელი ღირებულების არაუმეტეს 50%-ს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს