გიორგი აბაშიშვილი - უმრავლესობის შეთავაზება სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით უღირსი და არასერიოზულია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით, უღირსი და არასერიოზული უწოდა.

,,კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველყოფის ნაცვლად, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების წარმართვას გულისხმობდა, უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება.

გუშინ, პრეზიდენტი მზად იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა, გაეკეთებინა მოხსენება, რაც მან გააკეთა კიდეც და შემდგომ, შესულიყო დებატებში ყველა ტელევიზიის თვალწინ, პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა. უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს.

გასაგებია, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტულია და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს სატელევიზიო დებატები შესთავაზა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო