გიორგი კვირიკაშვილი - სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი

2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე უფრო ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და 2016 წლიდან ჩემი მეთაურობით, უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა. სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება - დემოკრატიული სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი.

ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უსაფრთხო და სტაბილური გარემო და დღეს, ჩვენი ქვეყანა ყველაზე უფრო ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მიღწეული შედეგი ჩვენ დამატებით სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო ამბიციური ვიყოთ ჩვენს სამომავლო გეგმებში. უკვე შემუშავებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ახალი კონცეფცია, რომლის დევიზია - „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“. ახალი კონცეფცია მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღმა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

აუცილებლად მინდა გამოვყო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, რომლის შედეგადაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მიმოსვლა ჩვენს ხალხს არაერთ შესაძლებლობას უჩენს როგორც ევროპასთან კულტურული და ღირებულებითი სიახლოვის გასამყარებლად, ისე - ეკონომიკური თვალსაზრისით.

წარმატებით მიმდინარეობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ივლისში გაიმართება ნატოს ვარშავის სამიტი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება ხაზგასმული საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობაში და ეს შესაბამისად აისახება დეკლარაციებში.

სულ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მტკიცე მხარდაჭერას ვიღებთ ყველა დონეზე. ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში, ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა და ამ საკითხში საქართველო სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული თანადგომით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს.

„ჩვენი დასავლელი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან ღიად და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი ასევე იზიარებენ და მხარს უჭერენ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო