ქეთევან ციხელაშვილი - ქართული მხარე მობილიზებულია, რომ ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე ტატუნაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს

ქართული მხარე მაქსიმალურად მობილიზებულია, IPRM-ის დღევანდელ შეხვედრაზე ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვა იქნას დასმული და პასუხები მიღებული, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„ქართული მხარისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ამ შეხვედრის ფარგლებში გახლავთ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა იმ საკითხის დაყენება, რაც დაეხმარება ქართულ გამოძიებას, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. ბუნებრივია, ეს ყველა კითხვას მოიცავს. თვითონ IPRM-ი არის ის სტატუს-ნეიტრალური ფორმატი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა საკითხი დაისვას აბსოლუტურად. დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ქართული მხარე არის მაქსიმალურად მობილიზებული, მომზადებული იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველა კითხვა იქნას დასმული იმ ამოცანით, რომ პასუხები იქნას მიღებული. წინასწარ შედეგებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება. მე ვიცი ასევე ჩვენი პარტნიორების განწყობა, მათ შორის გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და საერთო განწყობა გახლავთ, რომ ეს ფორმატი და მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სულ 17 საკითხი განიხილება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება ნიქოზში გავლებულ მიწათხრილების სახით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და ეკლესიებზე წვდომის შეზღუდვა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია