სამხრეთ კორეა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აგრძელებს

სამხრეთ კორეა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განაგრძობს ჩრდილოეთ კორეის პროტესტის მიუხედავად, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩხვე ხიონ სუმ განაცხადა.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეის თავდაცვითი უწყება აქამდე არსებულ პოზიციას ინარჩუნებს და წელს დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები გეგმის მიხედვით განხორციელდება.

„სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები სამხედრო წვრთნების არსებულ დონეს შეინარჩუნებს“, - აღნიშნა მან.

16 მაისს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა, ვინაიდან 11 მაისს აშშ-ს და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების შეფასებით, აღნიშნული წვრთნები პროვოკაციას წარმოადგენს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება