მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, სტეფანია ჯიანინის, შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერების ყველა სფეროს, განსაკუთრებით კი, STEM-ის მიმართულებით დაფინანსების საკითხებს.

„UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ UNESCO ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროგრამებში ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართვას, რაც მათ უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კავშირების გაღრმავებაში დაეხმარება. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლით პროგრამების მხარდაჭერაზე, რაც, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას უზრუნველყოფს. შეხვედრის ბოლოს მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, სტეფანია ჯიანინი, საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს