ზაზა სარალიძე - ვიმედოვნებ, ბრალდებული სასამართლოს დამაჯერებელ ჩვენებას მისცემს და ისაუბრებს, მონაწილეობდა თუ არა მის გადამალვაში მირზა სუბელიანი

თუ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა ბრალდებულის გადამალვაში ან მტკიცებულებების განადგურებაში, ვფიქრობ თავად ბრალდებულმა აუცილებლად უნდა თქვას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა.

მას იმედი აქვს, რომ ბრალდებული სასამართლოში დაკითხვისას ყველა იმ დეტალზე ისაუბრებს, რაც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე განვითარდა.

"ერათადერთი რაც შემიძლია ვთქვა ბრალდებულთან დაკავშირებით არის ის, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს სასამართლოს დამაჯერებელ ჩვენებას მისცემს, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე იმ დღეს. ასევე იმედი მაქვს იმ დეტალებზე ისაუბრებს თუ რა მოხდა მისი გადამალვის შემთხვევაში, ვის შეხვდა და ვის ესაუბრა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღეს სასამართლოს ჩვენებას ერთ-ერთი ბრალდებული აძლევს. მისი დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დამაჯერებელ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის იმაზე, თუ რა მოვლენები განვითარდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს