თსუ–ში დღეს სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

თსუ–ში დღეს სამი წიგნის პრეზენტაცია შედგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტში გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენათმეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“, ფარგლებში დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნები მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით: გიორგი ახვლედიანი, ენათმეცნიერების შესავალი 1918-1919, სამ ნაწილად - კრებულში აღდგენილია რარიტეტული წიგნი, ენათმეცნიერების პირველი სალექციო კურსი, რომელსაც გიორგი ახვლედიანი კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან. წიგნს ტერმინთა საძიებელი ერთვის; თინათინ ბოლქვაძე, საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი: ნიკო მარი, ი. სტალინი, არნ. ჩიქობავა - წიგნში საარქივო მასალებზე დაყრდნობით განხილულია ნიკო მარის, ი. სტალინისა და არნ. ჩიქობავას როლი საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიაში. წიგნში გამოყენებული ყველა საარქივო დოკუმენტი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში. საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები - კრებულში მოცემულია ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები და სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას 1950 წლამდე. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს