სამწუხაროდ, დღეს რიგით მოქალაქეებს არ გვაქვს იმის განცდა, რომ პროკურატურა ობიექტურად მოქმედებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მან მთავრობის სხდომას წარუდგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც დაამკვიდრებენ სრულიად ახალ სამართლიან თამაშის წესებს საფინანსო-საბანკო სექტორში, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. საუბარია, არაერთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეებისთვის ის რეგულაციები, რაზეც მინისტრი მამუკა ბახტაძე იმედებს ამყარებს და რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ეს რეგულაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას?

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივებს მივესალმები, რადგანაც ისინი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში დამყარდეს ფინანსური წესრიგი...

- საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ინიციატივებს მივესალმები, რადგანაც ისინი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში დამყარდეს ფინანსური წესრიგი. ეს ინიციატივები წესით უნდა მოდიოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებიდან, რადგანაც ის, რასაც ფინანსთა მინისტრი გვთავაზობს, აწესრიგებს საკრედიტო სფეროს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აშკარად გამოხატული პასიურობით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კობა გვენეტაძის პროფესიულ მომზადებაში ეჭვის შეტანა ძნელია, სახეზეა მისი და მისი გუნდის პასიურობა, რის გამოც ეროვნული ბანკი პრაქტიკულად ”უძრაობის” რეჟიმშია გადასული და მის გასაკეთებელ საქმეს ფინანსთა სამინისტრო იღებს თავის თავზე. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს. ეროვნული ბანკის საქმიანობა კი ცალკე არის ყურადღება მისაქცევი...

ეროვნული ბანკი პრაქტიკულად ”უძრაობის” რეჟიმშია გადასული და მის გასაკეთებელ საქმეს თავის თავზე ფინანსთა სამინისტრო იღებს. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს. ეროვნული ბანკის საქმიანობა კი ცალკე არის ყურადღება მისაქცევი...

ბატონი მამუკას ინიციატივებიდან შედარებით რთული დასარეგულირებელი იქნება სამევახშეო სფერო, რადგანაც მევახშეებისთვის უფრო დამახასიათებელია არალეგალური საქმიანობა. ასევე არ იქნება მარტივი ონლაინ-სესხების სფეროს დარეგულირებაც. ის შემართება, რაც გამოაჩინა ბატონმა მამუკა ბახტაძემ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

- საბანკო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას ეკონომისტთა უმრავლესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ბანკებს კომერციული საქმიანობა არ ეკრძალებათ, რის გამოც ბევრ სფეროში ეკონომიკური საქმიანობის წარმატებული პროექტების განხორციელებაში საბანკო სექტორი სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან შედარებით პრივილეგირებულ პირობებში იმყოფებიან და ხშირ შემთხვევაში ახდენენ ამა თუ იმ სფეროს მონოპოლიზებას.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება არ იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბანკებს კომერციული საქმიანობა აეკრძლებათ?

- ბანკებისათვის აშკარადაა დამახასიათებელი არაპროფილური საქმიანობა, რაზეც უკვე დიდი ხანია მიდის საჯარო მსჯელობა. სამწუხაროდ, აქაც იკვეთება ეროვნული ბანკის პასიურობა.

რჩება განცდა, ეროვნული ბანკი კი არ არეგულირებს საბანკო სფეროს, არამედ ეს უკანასკნელი, უფრო ზუსტად კი რამდენიმე მსხვილი ბანკი, განუსაზღვრავს ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს. ასეთი უსუსური ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია და ეს საგანგაშოა.

რჩება იმის განცდა, რომ ეროვნული ბანკი კი არ არეგულირებს საბანკო სფეროს, არამედ ეს უკანასკნელი, უფრო ზუსტად კი რამდენიმე მსხვილი ბანკი განუსაზღვრავს ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს. ასეთი უსუსური ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია და ეს საგანგაშოა

ქვეყანაში ძლიერდება ანტისაბანკო განწყობა, რაც ნამდვილად საზიანოა ქვეყნისთვის, მისი ისედაც სუსტი ეკონომიკისთვის. ამიტომ ეროვნული ბანკის გააქტიურება აუცილებელია, ეს კი უწინარეს ყოვლისა პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს.

- ვინაიდან ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნასა თუ მისსავე პოლიტიკურ პერსპეტივებზე საუბრები არ ცხრება, ოპოზიცია მას ხან იმას უხსენებს, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ მისი საქმიანობა წარმატებული სულაც არ ყოფილა, ხან იმას, რომ იგი მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, როგორც შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია. თქვენი აზრით, მართლაც რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვში განათლებამიღებული კადრების ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში საკვანძო პოზიციებზე დანიშვნა?

- მოსკოვის უნივერსიტეტებში განათლების მიღება ცოდვად არ შეიძლება ჩაითვალოს. იმ ოპოზიციას, ვინც ამ ბრალდებით გამოდის ავიწყდება, რომ მისი გაპრეზიდენტებული ლიდერი კგბ-ს ჯარებში მსახურობდა, ან რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქე იყო და ეს მოქალაქეობა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა, როცა მედიაში ამ ფაქტზე უკვე ატეხილი იყო ხმაური.

მოსკოვის უნივერსიტეტებში განათლების მიღება ცოდვად არ შეიძლება ჩაითვალოს. იმ ოპოზიციას, ვინც ამ ბრალდებით გამოდის ავიწყდება, რომ მისი გაპრეზიდენტებული ლიდერი კგბ-ს ჯარებში მსახურობდა

ამ ოპოზიციას იმის გახსენებაც არ უნდა, რომ ვარდების რევოლუციის და ასლან აბაშიძის აჭარიდან გაძევების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი პრეზიდენტ პუტინის მიერ თბილისში და შემდეგ ბათუმში სპეციალური მისიით გამოგზავნილი იგორ ივანოვი იყო. ამიტომ ამ ოპოზიციის კრიტიკას ნაკლებად უნდა მიექცეს ყურადღება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ ოპოზიციის ფლაგმანებად გვევლინებიან „ნაცები“ და „ევრონაცები“ - ეს ქვეყნის უბედურებაა.

- უკანასკნელ პერიოდში არაერთმა საშინაო პრობლემამ შეგვახსენა თავი. დამოუკიდებლობის პომპეზურად აღნიშვნის მეორე დღესვე ხორავას ქუჩის საქმის გამოუძიებლობის გამო შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე იძულებული გახადა პარლამენტის წინ აქცია მოეწყო. არ ცხრება კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მართლმადიდებლური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაწყევლაზე.

სამართალდამცავებსა და ეკლესიას უმეტესობა აკრიტიკებს და სავსებით სამართლიანადაც. რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება შვილმკვდარი მამის ზაზა სარალიძის მტკიცება, რომ ყოფილ პროკურორ სუბელიანს ხელისუფლება აფარებს ხელს?

- ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების სფეროშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა, რომ გამოძიება წარიმართოს სწორი მიმართულებით, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი.

სამწუხაროდ, დღეს რიგით მოქალაქეებს არ გვაქვს იმის განცდა, რომ პროკურატურა ობიექტურად მოქმედებს. არ შეიძლება, რომ თუნდაც ერთი დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი.

- რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეკლესიის მხრიდან „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კომპანია? იმას ხომ არა, რომ საუბარია იმ მედიასაშუალებაზე, რომლის თითქმის არც ერთ საფუძვლიან კრიტიკაზე საპატრიაქოს დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია?

- გიორგი გაბუნიას საქციელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მან სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად ჩაიდინა უღირსი საქციელი. ამ შემთხვევაში ჟურნალისტების მხრიდან გამოხატული ბრმა სოლიდარობა ჩემთვის გაუგებარია და გულდასაწყვეტიც. საპატრიარქოს განცხადება კი არის რეაგირება იმაზე, რასაც „რუსთავი-2“ უკვე წლებია მიზანმიმართულად აკეთებს.

სამწუხაროდ, სახეზეა ”ვულგარული, თანაც აგრესიული და ზღვარგადასული ლიბერალიზმის” ძალადობრივი შემოტევა ყველა მიმართულებით. ბუნებრივია, რომ ეს იწვევს ასევე ძალადობრივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, გაჩნდა ნაცისტური ორგანიზაციაც, რაც, საბოლოო ჯამში, ანგრევს ჩვენ საზოგადოებას, რადგანაც მას ორ შეურიგებელ ნაწილად ჰყოფს.

ჩემთვის გაუგებარია, როცა მოწოდების ”არა ძალადობას” სიმბოლოდ უნდა გაასაღონ ლგბტ თემის ოფიციალური სიმბოლო - ცისარტყელას ფერები. განა ძალადობა მხოლოდ ამ თემის მიმართაა? განა თავად ეს თემი არ არის ძალადობის მომხრე და გამტარებელი? გაიხსენეთ, თუ რატომ გაიკეთა ჰოლანდიური ვიტესის ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ კაპიტნის სამკლაურის ნაცვლად ცისარტყელას ფერების სამკლაური: რომ არ გაეკეთებინა, კაპიტნობასაც დაკარგავდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილსაც. ეს რა არის, თუ არა ძალადობა მასზე?

დიდი როლი ეკისრება სახელმწიფოს, რომ მან არ დაუშვას ძალადობის არც ერთი შესაძლებლობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს საფრთხე

ამ შემთხვევაში დიდი როლი ეკისრება სახელმწიფოს, რომ მან არ დაუშვას ძალადობის არც ერთი შესაძლებლობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს საფრთხე. აუცილებელია ძირშივე აღიკვეთოს ნაციზმის ნებისმიერი ფორმით არსებობა.

- ამსტერდამიდან მესამე პრეზიდენტის სატელევიზიო ჩართვამ და თავისი და მისი მხარდამჭერების სამომავლო გეგმებზე საუბარმა საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა მას პოპულიზმში დასდო ბრალი, ზოგმა არარეალისტური გეგმების გახმოვანებაში. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა?

- მესამე პრეზიდენტი თავისი ბაქიაობით ამ ეტაპზე ნაღვლიანი ღიმილის მომგვრელია. რა სწრაფად დაივიწყეს მანაც და მისი უკრაინული გუნდის ქართველმა წევრებმა, რომლებიც უკვე თბილისში „ნაცობენ,“ უკრაინა. ნეტავ, აღარ უნდათ უკრაინის განთავისუფლება კორუფციისგან?

მესამე პრეზიდენტი თავისი ბაქიაობით ამ ეტაპზე ნაღვლიანი ღიმილის მომგვრელია

სააკაშვილმა საქართველოზე უარი მაშინ თქვა, როცა როგორც ყოფილი პრეზიდენტი დათანხმდა უკრაინის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორობას. თუ სააკაშვილმა მაინც მოახერხა საქართველოში დაბრუნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქოცების უუნარობის შედეგი იქნება. ეს სცენარი კი ჩვენი სამშობლოსთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

- საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობის წევრ დეპუტატ შოთა შალელაშვილის საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა.

კერძოდ, სააკაშვილის მტკიცებით, დეპუტატი შალელაშვილის შვილი გარი შალონი ჰაკერული თავდასხმებისთვის დააკავეს. შალელაშვილმა უმცროსმა ჰაკერული თავდასხმებისას აშშ-ში 100 მილიონი აშშ დოლარი მოიპარა. საერთაშორისო მედია მის ქონებას 2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. FBI-მ იგი 2015 წელს მასშტაბური ოპერაციის შედეგად აიყვანა. თუმცა, მოგვიანებით მან საპატიმრო საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა.

გამოძიების ვერსიით, რომელიც სააკაშვილმა გაახმოვანა, შალელაშვილი და მისი ვაჟი შალონი საქართველოში ფულს ონლაინკაზინოებისა და ბიტკოინების მეშვეობით და თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებენ.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება სააკაშვილის მტკიცებები?

- მოდით, ნუ ვიჩქარებთ შეფასებების გაკეთებას. ბატონი შოთა შალელაშვილი მალე დაბრუნდება თბილისში და რა თქმა უნდა, განცხადება მან თავად უნდა გააკეთოს - მას ეს, როგორც დეპუტატს ევალება კიდეც.

ნურც ბოლშევიკებს დავემსგავსებით, როცა ოჯახის ერთი წევრის დანაშაულზე პასუხს ოჯახის სხვა წევრებს აგებინებდნენ. პირადად მე კგბ-ს სკოლაგავლილ სააკაშვილისგან ბოლშევიზმი სულაც არ მიკვირს...

- ინტერვიუს დაწყებამდე თქვენ გაიხსენეთ თემურ ბასილიას მიერ მოგებული სასამართლო დავა და ის, რომ მას დღემდე არ აქვს საქართველოში დაბრუნების საშუალება. გითხრათ სიმართლე, ეს თემა არც მე მახსოვდა. თემურ ბასილიას აშკარად გაჭიანურებულ სასამართლო დავაზე თქვენ რა შთაბეჭდილება გექმნებათ?

- სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თემურ ბასილია, რომელსაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი სდევნიდა, მხოლოდ ახლა ეღირსა სასამართლოს მხრიდან გამართლებას. ის, რომ თემურ ბასილიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული იყო ბრალდებები, ეს აშშ-მა მაშინ აღიარა, როცა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და სააკაშვილის ემისრებს ის თბილისში დაპატიმრებული არ გამოატანა. თანაც თემურ ბასილიამ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო მაშინ, როც პრეზიდენტ სააკაშვილს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ექვსი წელი დასჭირდა იმ აბსურდული ბრალდებების გასაუქმებლად, რომელთა გამოც „ნაცების“ მართლმსაჯულებამ თემურ ბასილიას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

მე მიამიტურად მეგონა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თემურ ბასილიას საქმეს გააპიარებდა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, თუ როგორ სდევნიდა ”დემოკრატი” სააკაშვილი მას და მიუხედავად აშშ-ის მხრიდან სააკაშვილის რეჟიმისადმი ლოიალური დამოკიდებულებისა, ბასილიას პოლიტიკური თავშესაფარი, სწორედ იმავე აშშ-მა მისცა.

სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ექვსი წელი დასჭირდა იმ აბსურდული ბრალდებების გასაუქმებლად, რომელთა გამოც „ნაცების“ მართლმსაჯულებამ თემურ ბასილიას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. როგორც იტყვიან, ”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.

შემოდგომაზე ველით თემურის დაბრუნებას საქართველოში და მინდა მჯეროდეს, რომ მის ცოდნას, გამოცდილებას, კონტაქტებს ქვეყანა ჯეროვნად გამოიყენებს. ძალიან ცუდი იქნება, თუ ქართული სახელმწიფო ამ შანსს არ გამოიყენებს...

- ბატონო ლადო, გასულ კვირას ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღნიშნა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა სადღესასწაულო ღონისძიებებმა?

- ყველას ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. ვფიქრობ, საზეიმო ღონისძიებებმა მაღალ დონეზე ჩაიარა, რითაც საქართველომ კიდევ ერთხელ მიაქცევინა ყურადღება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ის დღეს კვლავ არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და უფრო დიდი აგრესიის საფრთხის ქვეშ.

- მედიამ აიტაცა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმული იმედი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპაციის 100-წლოვან თარიღს, რომელიც 2021 წელს შესრულდება, ქვეყანა ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შეხვდება.

ფაქტია, რომ უკანასკნელ წლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ინტეგრაციული პროცესები როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან.

რამდენად დიდია ალბათობა, რომ პრემიერის ეს განცხადება რეალობად სწორედ 2021 წელს იქცეს?

თუმცა, არც ის გამიკვირდება, რომ ამ დღეებში პრემიერმა ან მისმა სამსახურმა გაავრცელოს განცხადება, რომ პრემიერი სწორედ არ იქნა გაგებული და რომ ის სულ სხვა რამეს გულისხმობდა. სამწუხაროდ, პრემიერმა ამას უკვე შეგვაჩვია...

- ამ და მსგავს საკითხებში ზუსტი თარიღის წინასწარ გამოცხადებას ორგვარი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ეს ზრდის მოსახლეობაში იმედს, ოპტიმისტურ მოლოდინს, პოზიტიურ განწყობას, მეორე მხრივ კი, თუ ეს დანაპირები არ შესრულდა, მაშინ ასევე დიდი იქნება იმედგაცრუებაც - იმედგაცრუება არა იმდენად მთავრობის, რამდენადაც ნატოს მიმართ.

თანაც ნატოში გაწევრიანება არა მარტო საქართველოს სურვილსა თუ მზაობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ვეჭვობ, რომ პრემიერის ეს განცხადება კორექტული იყოს.

თუმცა, არც ის გამიკვირდება, რომ ამ დღეებში პრემიერმა ან მისმა სამსახურმა გაავრცელოს განცხადება, რომ პრემიერი სწორედ არ იქნა გაგებული, და რომ ის სულ სხვა რამეს გულისხმობდა. სამწუხაროდ, პრემიერმა ამას უკვე შეგვაჩვია...

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს