"მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი - განათლების მინისტრის მოადგილე #51–ე სკოლის პედაგოგებს აიძულებდა, გამოძიებასთან არ ეთანამშრომლათ

"მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურს #51–ე სკოლის პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ლია გიგაური #51–ე საჯარო სკოლის პედაგოგებს აიძულებდა, არ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან. აღნიშნული განცხადება დავით ფერაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

აქცია პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს და ორგანიზატორები ხელისუფლებას 22:00 საათამდე აძლევენ ვადას, რომ პროკურატურაში დაიბარონ ყველა ის პირი, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში არიან ჩარეული. ასევე, 22:00 საათზე გახდება ცნობილი კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ რა გზებს მიმართავენ აქციის მონაწილეები იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს