გლდანის მოსახლეობის ნაწილს 4 ივნისს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 04 ივნისს 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის N 1 ( კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ ), მოსულიშვილის ქუჩის N 15, ხიზანიშვილის ქუჩის N 45 (ვეკუას ქუჩის N 22), კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ - მარატ ნოზაძის ქუჩის N 8-ში მცხოვრებ მოსახლეობას.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 4 ივნისის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.
შპს "ყაზტრანსგაზ -თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"