ადვოკატი პაატა შავაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ პაატა შავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც შავაძემ განაცხადა, მას 35-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ადვოკატი უჭერს მხარს.
პაატა შავაძის თქმით, უახლოეს პერიოდში მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება.
"მხარს მიჭერს 35-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ადვოკატები, საზოგადოების ცნობილი წევრები. ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდან მაქვს საკმაოდ დიდი ნდობა. უახლოეს დღეებში მექნება ჩემი ხედვების პრეზენტაცია. არჩევის შემთხვევაში, ჩემი მთავარი მიზანია ქვეყანაში ნამდვილი სამართლიანობა დამკვიდრდეს", -განაცხადა პაატა შავაძემ.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა. მანამდე მისი გადადგომის მოთხოვნით პროკურატურასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაიმართა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"