დიმიტრი ქუმსიშვილმა მხედველობადაქვეთებული ადამიანებისთვის ინტერნეტით სარგებლობის გამარტივების მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ინტერნეტის რიგითი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის საკითხს, თუმცა კვლავ პრობლემატურია ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის, -ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში მხედველობის არ მქონე და სუსტი მხედველობის მქონე დაახლოებით 25 000 ადამიანი ცხოვრობს, მათი კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ თბილისში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი დააარსა.

„საზოგადოების ამ ნაწილისთვის შეზღუდულია როგორც ინტერნეტით, ისე სპეციალიზებული ტექნიკით სარგებლობის შესაძლებლობა. მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წელს ჩვენ დავაარსეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი, რომელიც თბილისში მცხოვრებ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ემსახურება. ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეცათ ინტერნეტ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს