სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, მისი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელს განიხილავს.

ანა დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან 14-მა მოსამართლემ აიცილა. დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მის კრიტიკულ დამოკიდებულებასა და განცხადებებს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები უკვე გააცნო.

თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარჩელს არ ცნობს. საბჭოს იურისტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კანონის საფუძველზე იყო მიღებული და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს