სამართალდამცავებმა რუსთაველზე აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი ზვიად კუპრავაა

სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი ზვიად კუპრავაა. კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაციას აქციის მონაწილეები ადასტურებენ. შს სამინისტროს პრესსამსახურში კი დეტალურ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

რუსთაველზე, აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა გამთენიისას სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს.

მანამდე კი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სამართალდამცავებმა გაფრთხილება მისცეს და აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე სთხოვეს, რომ კარვები საავტომობილო გზიდან გადაიტანონ. აღნიშნულ გაფრთხილებას აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან და აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე კარვების დაშლას ან გადატანას არ აპირებენ.

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას ითხოვს. დღეს მის მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა დაემატა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ