ესპანეთის სასამართლომ მეფის სიძეს პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მეფის ფელიპე VI-ის დის კრისტინას მეუღლეს ინიაკი ურდანგარინს 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ესპანეთის მეფის სიძეს ბრალი ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა. უზენაესი სასამართლო განიხილავდა ურდანგარინის საჩივარს ქალაქ პალმა-დე-მაიორკას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც პრინცესა კრისტინას მეუღლეს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

უზენაესმა სასამართლომ ინიაკი ურდანგარინი გაფლანგვაში, თანამდებობრივ დანაშაულში, თაღლითობაში, გადასახადების გადაუხდელობაში და კავშირების გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.

საქმის განხილვა 2016 წლის 11 იანვარს დაიწყო და იმავე წლის 22 ივნისს დასრულდა. სულ საქმეზე ბრალი 17 ადამიანს, მათ შორის პრინცესა კრისტინას ედებოდა. ეს გახდა პირველი შემთხვევა, როდესაც საბრალდებო სკამზე ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი აღმოჩნდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება