იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა.
ზორან ზაევმა თავის ბერძენ კოლეგასთან ალექსის ციპრასთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს მაკედონიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სახელწოდებაზე, რაც მაკედონიას გზას უხსნის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ.
მაკედონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას მაკედონიისა და საბერძნეთის მთავრობებმა ხელი უნდა მოაწერონ, რის შემდეგაც მისი რატიფიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს. შემოდგომაზე კი აღნიშნული საკითხი მაკედონიაში რეფერენდუმზე იქნება გამოტანილი.
საბერძნეთსა და მაკედონიას შორის დავა მაკედონიის სახელწოდებაზე უკვე 25 წელი გრძელდება. აღნიშნული დავა ხელს უშლიდა მაკედონიის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. საბერძნეთი მეზობელი ქვეყნის სახელწოდების შეცვლას ითხოვს, რათა საბერძნეთის რეგიონ მაკედონიასთან არ მომხდარიყო არევა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"