მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ ჯანელიძეს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში მიმდინარე მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თვეზე ნაკლები რჩება ნატო-ს სამიტამდე. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. ალიანსი საქართველოს აფასებს როგორც სამაგალითო ქვეყანას, რომელსაც იმავე სახის დემოკრატიული ფასეულობები გააჩნია, რაც ნატო-ს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში ალიანსთან ინტეგრაციის პროცესში მიაღწია, სათანადოდ იქნება შეფასებული და ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს