პრეზიდენტი - მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს

მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა მმართველ პარტიას მიმართა და პრემიერად იმ ადამიანის დასახელებისკენ მოუწოდა, რომელიც არის პარტიის ლიდერი. მარგველაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო.

„მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ თავის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან მინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდილებით, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით ამ მნიშვნელოვან თავყრილობაზე. თქვენი შეკრების თემა გადამწყვეტია ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების, ასევე სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით. გისურვებთ წარმატებას და იმედია, საქართველოში მიმდინარე ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული პროცესი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცესი, კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ვართ ღია პოლიტიკური საზოგადოება და ამ ღია პროცესში ჩვენ ვიღებთ სწორ, ხალხისთვის გასაგებ, დემოკრატიულ და ტრანსფარენტულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?