საქართველოს საპატრიარქოს ხვალ მსოფლიო საპატრიარქოს მაღალი რანგის მღვდელმთავრები ეწვევიან

საქართველოს საპატრიარქოს ხვალ მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები ეწვევიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, დელეგაციის შემადგენლობაში მსოფლიო საპატრიარქოს ორი მაღალი რანგის მიტროპოლიტია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მათ ხვალ საპატრიარქოში მიიღებს.

„მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდეს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები ასევე 17 ივნისს, უწმინდესის საკვირაო წირვაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი საქართველოს 18 ივნისს დატოვებენ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად სტუმრობდა. საპატრიარქოს განმარტებით, სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“