"ქართული ოცნების" წევრ ტარიელ აროშიძის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატის ტარიელ აროშიძის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოშიხვალ, 12:00 საათზე გაიმართება. გამოძიება მას "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ცემას გულისხმობს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ტარიელ აროშიძე მთელი ღამის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატს ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით მჟავანაძემ გუშინ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბესო ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" კაბინეტში თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაესხნენ თავს. დავით მჟავანაძე საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულოსხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში