შსს-მ ბათუმის კლუბებში ჩადენილი დანაშაულისთვის ორი პირი დააკავა, სამი კი, პასუხისგებაში მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავა, 3 კი, პასუხისგებაში მისცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 18 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო ბათუმში არსებულ დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურეობასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე.

„გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებათა მოპოვების და დანაშაულის ჩამდენ

პირთა მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა

შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, მათ შორის ფარული

ვიდეო-აუდიო გადაღებები.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების

საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა

1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის

მოქალაქე მ.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით

თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში,

ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.თ. და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.მ., ჯ.თ. და ა.შ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2 700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების

ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-მ ბათუმის კლუბებში ჩადენილი დანაშაულისთვის ორი პირი დააკავა, სამი კი პასუხისგებაში მისცა

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს