„ნაციონალური მოძრაობა" ხვალ ოზურგეთის მერიისა და პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციებს გამართავს

ოზურგეთის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით მჟავანაძის განცხადებით, ხვალ ოზურგეთის მერიისა და პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციები გაიმართება.

როგორც დავით მჟავანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, აქციის მონაწილეები საკრებულოს წევრ ბესო ქათამაძეზე განხორციელებულ ძალადობას გააპროტესტებენ.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ჯგუფური, ორგანიზებული დანაშაული მოხდა. ამ ყველაფრის უკან ოზურგეთის გუბერნატორი და მაღალი თანამდებობის პირები დგანან. იმ ადამიანებს, რომლებიც ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ, ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ამ პირებმა რამდენიმე დღის წინაც სცადეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმა, თუმცა არ გამოუვიდათ. მოვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას. თავდამსხმელებმა საკრებულოს მანდატები უნდა დატოვონ. ეს დეპუტატისთვის შეუფერებელი და უღირსი საქციელია. ხვალ, 10:00 საათზე ოზურგეთის მერიასთან ვიკრიბებით და პოლიციის შენობისკენ მსვლელობას მოვაწყობთ",- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ორი დღის წინ მათი პარტიის წევრს ბესიკ ქათამაძეს „ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარ ფაქტზე, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს