აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით კიდევ ათ პროექტს დააფინანსებს

სასტუმრო “თბილისი რუმსში” ხვალ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის გამარჯვებულებს გამოავლენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს, ღონისძიება „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერაა დაფინანსებული, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმებიან „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი.

საგრანტო კონკურსის III რაუნდში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, 43 განაცხადი შემოვიდა. განაცხადები შემოიტანეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ასევე კერძო სექტორის და არა-სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. დამოუკიდებელმა შეფასების კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ათი პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 190,295 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 177,010 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 7% (13,285 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.

დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, შემუშავდება ახალი პროფესიული პროგრამები მწვანე სექტორის მიმართულებით, დაინერგება ახალი მეთოდები დუალური განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების კუთხით, ხელი შეეწყობა გოგოების დაინტერესებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებში და გაიზრდება პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია.

2016-2017 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 17 პროექტი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო