კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო სკოლის დასკვნითი ღონისძიება ტარდება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს ხუთდღიანი სამეცნიერო სკოლის დასკვნითი ღონისძიება ტარდება.

სამეცნიერო სკოლის დასკვნითი სესიები და დებატები კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა გახსნა. სამეცნიერო სკოლის მიზანი იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო კვლევების პოტენციალის წარმოჩენაა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სკოლა–კონფერენციის ფარგლებში თეორიულ კურსს კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით 80 სტუდენტი გადის. მასში კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ.

ღონისძიება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპანია EMD GROUP-ის, რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების პარტნიორობით ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა განუცხადა, სამეცნიერო სკოლა 15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და დასკვნით ღონისძიებას მათი უნივერსიტეტი მასპინძლობს.

„ამ სამეცნიერო სკოლა–კონფერენციაში ჩართული არიან სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო სკოლების სტუდენტები. კერძოდ, თსუ–დან, თსსუ–დან, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტიდან, თბილისის სამედიცინო აკადემიიდან და ჩვენი უნივერსიტეტიდან. კსუ ამ კონფერენციის მხარდამჭერია და კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება ჩვენთან ტარდება. ეს არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, ჩვენი უნივერსიტეტისთვის მოხდეს კონტაქტების დამყარება მსოფლიო დონის მეცნიერებთან და მათთან ერთად დავგეგმოთ შემდგომ ერთობლივი პროექტები. ამასთან, კონფერენციაში მონაწილეობენ უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმები და მეცნიერები. ამ მომენტისთვის ვესმესტერის უნივერსიტეტიდან ჩართვა მიმდინარეობს, ონლაინ ლექცია, ცნობილი პროფესორების: ჯონ მერფისა და პიტერ ლიდიარდის. მინდა აღვნიშნო, რომ პიტერ ლიდიარდი ამავდროულად ჩვენი არჩეული, აფილირებული პროფესორია“, – განაცხადა ლალი მეკოკიშვილმა.

მისივე თქმით, ლექციის შემდეგ ასევე გაიმართება სტუდენტური დებატები, რომლის დროსაც სტუდენტები ერთსა და იმავე თამაზე ურთიერთსაწინააღმდეგო პოსტულატების დამტკიცებას ცდილობენ.

თბილისში მიმდინარე ხუთდღიან სკოლა–კონფერენციის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა თსუ–ს იმუნოლოგიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა და კსუ–ს კონსულტანტმა კვლევების განვითარების დარგში ნუნუ მიცკევიჩმა.

„15–19 ივნისს თბილისში ტარდება „რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტი. ეს გახლავთ სკოლა–კონფერენცია, რომელიც ეხება იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მასში, როგორ სამეცნიერო ასევე აკადემიური სექტორია გაერთიანებული. თბილისის 5 უნივერსიტეტის გარდა, მასში ორი რეგიონის: ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიც მონაწილეობენ. რაც შეეხება ღონისძიებას, ის მოიცავდა კონფერენციასა და სკოლას. სკოლა ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის. გარდა პლენარული და სტუდენტების ზეპირი მოხსენებებისა, დღეს პირველად სამეცნიერო აქტუალურ საკითხებზე დებატები გაიმართება“, – განაცხადა თსუ–ს იმუნოლოგიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა და კსუ–ს კონსულტანტმა კვლევების განვითარების დარგში, ნუნუ მიცკევიჩმა.

უცხოელმა სტუდენტმა სკოლა–სემინარში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მონაწილე აკემ ოლადიმეჯი სოჯობიმ სამეციერო დებატებში მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სტუდენტები ამ სამეცნიერო დებატებისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ და რომ ეს მათი პროფესიული განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს