მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროების შერწყმა არ არის შეუძლებელი

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ზოგადად, სამინისტროების შერწყმა არ არის შეუძლებელი.

„თავს შევიკავებ კონკრეტულ სამინისტროებზე საუბრისგან. ზოგადად, ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ, რომ პრინციპულად შეუთავსებელი და აბსოლუტურად შეუძლებელი ეს არ არის, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება საბოოლოდ მიღებული კონკრეტულ სამინისტროებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. კონსულტაციების დასრულების შემდეგ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. არ მგონია, რომ კონკრეტულ სამინისტროებზე და შედეგებზე დღეს უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კითხვაზე, თავად ხომ არ აქვს წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული, გიორგაძემ განაცხადა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგინება არის პრემიერის პრეროგატივა, პრემიერ–მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ