დავით სერგეენკო - არსებულ მოცემულობაში 11 სამინისტრო საკმარისია

არსებულ მოცემულობაში საკმარისია 11 სამინისტრო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისი თქმით, მცირე მთავრობის უპირატესობა არის ის, რომ არა საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა ხდება, არამედ ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან გენერირებამდე და აღსრულებამდე გავა მინიმალური დრო.

„მცირე მთავრობის კონცეფციაზე რამდენიმე დაზუსტება მინდა გავაკეთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა ამაზე მსჯელობა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატთან. მცირე მთავრობა კონცეპტუალურად არის მინიმალისტური სტრუქტურა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენს მოცემულობაში საკმარისია 11 სამინისტრო. მცირე მთავრობის მეორე უპირატესობა არის ის, რომ არა საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა უნდა მოხდეს, არამედ ისეთი სისტემა შექიმნას, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან გენერირებამდე და აღსრულებამდე გავა მინიმალური დრო. ასეთი მოდელი ამის საშუალებას იძლევა, რადგან მინისტრი ხდება პასუხისმგებელი ბევრ მიმართულებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროების შემცირება გარადუვლად მოიცავს რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება მოხდება. მე კარგად მესმის ინტერესი, რომ ახლა უნდათ იცოდნენ, რა იქნება, მაგრამ სწორ დაგეგმვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს უნდა მოხდეს დროულად და სამი კვირა არა მხოლოდ ფორმალურ ნაწილზე არის აუცილებელი, არამედ იმპლემენტაციის გაკეთება უნდა მოხდეს. ასევე იყო მსჯელობა რამდენად სპეციფიურია სამინისტროების გაერთიანება, უნდა მოხდეს პლუსების და მინუსების შესწავლა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ინფორმაციას, დარჩება თუ არა იგი ახალ მთავრობაში, სერგეენკოს თქმით, ახლა ვერ ისაუბრებს, რადგან ეს არის პრემიერ–მინისტრის გასაჟღერებელი. მისი თქმით, დარჩება თუ არა მინისტრის პოსტზე, ეს მის სურვილზე არ არის დამოკიდებული. სერგეენკოს განცხადებით, მას ყოველთვის სურდა ექიმობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა