№51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

სსიპ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ 51-ე საჯარო სკოლიდან აცნობეს, კონცერტს დირიჟორობა გაუწია რევაზ ჯავახიშვილმა. ღონისძიება ხელოვნების კოლეჯის, “ART-51”-ის დირექტორის, ლალი მასხულიას ორგანიზებით გაიმართა. 51-ე სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ბახის, ჰენდელის, ვივალდის და ელიზბარ ლომდარიძის მუსიკალური კომპოზიციები. კონცერტს თავად დაესწრო ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, ელიზბარ ლომდარიძე.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ლუკა ტყეშელაშვილი, ათუკა გიკაშვილი, ნიკოლოზ კოკილაშვილი, ნინო შამათავა, ლიზი გოგორიშვილი, ქეთი მამულაშვილი, ნუცა ბეგაშვილი, მარიამ მუმლაძე, თამარ ოდიშელიძე.

მოსწავლეებთან სასწავლო წლის განმავლობაში მუშაობდნენ საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგები - თეა ყიფშიძე, ნანა მესხი და ჩარიტა ფირიაშვილი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს