ანრი ოხანაშვილი - ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრეს კონტროლზე იქნება აყვანილი

საპატრიარქოს პოზიცია ყველასთვის საინტერესოა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის ოქმის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას საპატრიარქოს პოზიცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხები უნდა გაიმიჯნოს.

„საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოების ყველა წევრისთვის საინტერესოა, ჩვენ გვექნება კონსულტაციებიც და მსჯელობაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში საზოგადოების დიდი ნაწილი იყოს ჩართული და მოვისმინოთ ყველა შესაძლო არგუმენტი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, განცხადებაში მოცემულ ბევრ საკითხზე უკვე იყო საუბარი და განცხადებაში რაიმე რადიკალური არ ყოფილა.

"პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სამართლებრივი. ამასთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება სწორი არ იქნება. რაც შეეხება განცხადებას, საპატრიარქოს განცხადებაში მე ვკითხულობ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენც გვქონდა მსჯელობა. საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია სარეაბილიტაციო დაწესებულებების შექმნა, აუცილებელია მკურნალობა მომხმარებლებისთვის და აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსების შექმნა. ეს არის მომხმარებლების მკურნალობასა და მათ შემცირებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება გასაღებას, ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრეს კონტროლზე იქნება აყვანილი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის კრების ოქმის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე იმსჯელა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა