თბილისის ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე იგორ პიკაიზენი დაუკრავს

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი 2 ივლისს, 20:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, კონცერტს დირიჟორობას ვახტანგ მაჭავარიანი გაუწევს, ხოლო სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე მსოფლიოში ცნობილი მევიოლონე იგორ პიკაიზენი წარსდგება.

„დიდ სცენაზე იგორ პიკაიზენის დებიუტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 8 წლის ასაკში შედგა. პიკაიზენი კონცერტებს მართავს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან. 2018 წლის სეზონზე მისი სასცენო გამოსვლები ნიუ-იორკისა და ლონდონის საკონცერტო დარბაზებში შედგა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზატორთა ცნობით, 2 ივლისს პროგრამაშია: ალექსი მაჭავარიანი - ნაწყვეტები საბალეტო სუიტიდან „ჭირვეულის მორჯულება“ და სავიოლინო კონცერტი, ვახტანგ მაჭავარიანი - სიმფონია N1 „სამყაროს ჰარმონია“.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს