მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის წამყვან–მენჯერად დარჩება. მათივე განცხადებით, სახელმწიფო მდივანი რამდენიმე მიმართულების მიხედვით იქნება, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებებს ეყოლება სახელმწიფო მდივანი, ეს არ გაჟღერებულა.

ასევე უმრავლესობაში ჯერჯერობით არ არიან შეთანხმებული, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავება – ეს იქნება არჩევით, თუ დანიშვნით. სავარაუდოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, მათ შორის პრემიერ–მინისტრი დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს