ფრანგმა პილოტებმა ავიატური საქართველოში ბათუმიდან დაიწყეს

დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18 ფრანგი პილოტი საკუთარი ვერტმფრენით დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პილოტები საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ,,საფრანგეთი-საქართველოს“ ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ. ბათუმში სტუმრად მყოფი ევროპელი პილოტები თანმხლებ პირებთან ერთად ქალაქის ღირშესანიშანობებს გაეცნობიან.

ავიაკომპანია Service Air-ის და ფრანგი პილოტის მიშელ კოლინოს ორგანიზებით, საქართველოში დაგეგმილი ავიატური „Rallye Aero France 2018“ ბათუმიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. მსგავს ავიატურებს კომპანია უკვე 25 წელია აწყობს და საქართველოში ეს მათი პირველი ვიზიტია.

უცხოელ პილოტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა და საქართველოს, კერძოს ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონის, აჭარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

24 ივნისს თვითმფრინავები ბათუმიდან ნატახტარის აეროდრომზე გადაფრინდებიან, საიდანაც ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით მოგზაურობას გააგრძელებენ თბილისში, თელავში, მესტიასა და ქუთაისში. ავიატურს მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართველოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.

„საქართველოს ტურისტულ ბაზარზე მსგავსი ავიატურების მასპინძლობა ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და მომავალში საკუთარი თვითმფრინავების მქონე კიდევ უფრო მეტ უცხოელ პილოტს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესს,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ინტერვიუში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს