კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება

კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.

საუბარია “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონზე, რომელიც 2018 წლის 1-ელ ივლისამდე მოქმედებს. პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის აღნიშნული ვადის 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელების საკანონმდებლო ინიციატივა.

კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა - მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება წარედგინება, ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ დღეში 5000-ს გადააჭარბა.

“დღეის მდგომარეობით, სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოება 105 712 განცხადებაზე მიმდინარეობს. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 23 394 განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 60 000-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი მიმდინარეობს ამდენად, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აქტუალურია იმ ცალკეული სახელმწიფო პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების არსებობის ფორმით მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირებას მოითხოვს“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

რეფორმის დაწყებიდან 2018 წლის 15 ივნისამდე უკვე რეგისტრირებულია 486 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.

პროექტის ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები - ოთარ დანელია და ირაკლი შიოლაშვილი. პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს