„ჯორჯიან მანგანეზის“ თანადგომით, ლერი მიქელაძის სახელობის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ლერი მიქელაძის სახელობის თასის მოსაპოვებლად, ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაჟებში პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიგა ჯანხოთელი (ლენტეხი), ხოლო გოგონებში ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი მოიპოვა ნიცა თვაურმა (თბილისი).

შეჯიბრში მონაწილეობდნენ საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მეკლდეურთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდები მესტიიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ლენტეხიდან, სტეფანწმინდიდან და ნიქოზიდან. როგორც მეკლდეურთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა განაცხადა, პროგრამაში იყო სახეობა – რთული ცოცვა, დროის დაფიქსირებით.

„კლდეზე ცოცვის ფესტივალზე მრავალგზის ჩემპიონის, ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდა. ცნობილი ქართველი მეკლდეური ლერი მიქელაძე ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ღონისძიების დროს. კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მემორიალურ დაფასთან, წელს მეშვიდედ ჩატარდა ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი. სასიხარულოა, რომ წელს პირველად, „ჭიათურმანგანეზმა“ გამოთქვა სურვილი, ფედერაციას გვერდით დადგომოდა და ჭიათურაში სპორტის ეს სახეობა განევითარებინა. დიდი მადლობა მის მმართველს, ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს. ვფიქრობ, წელს ფესტივალი პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანად“, – განაცხადა მირზა ლიპარტელიანმა.

შეჯიბრება, საერთაშორისო წესების მიხედვით, ორ ეტაპად ჩატარდა: კვალიფიკაცია და ფინალი. ფინალში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები ბიჭებსა და გოგონებში. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ: დიპლომებით, მედლებით, თასებით და სპორტული მაისურებით.

გამარჯვებულებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურაში ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა.

„ამ ქალაქს აქვს პოტენციალი და რესურსები, რომ სპორტის ეს ურთულესი სახეობა – კლდეზე ცოცვა განავითაროს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს ჭიათურაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს