დავით მათიკაშვილი - აბსოლუტურად ყველა ფორუმზე ვცდილობთ, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ

არ ვუჭერ მხარს იმ მოსაზრებას, თითქოს ჩვენ ქვეყანას გააჩნია სუსტი პოლიტიკა. პირიქით, აბსოლუტურად ყველა ფორუმზე ვცდილობთ, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

“ეს არის ის დანაპირები, რომელიც ჩვენ გავეცით, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება სიის შესახებ და ამ სიაში მოგეხსენებათ, რა პრინციპები მოიაზრება. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების იმ მოვლენების შემდგომ, რაც განვითარდა ტატუნაშვილთან მიმართებაში. მე არ ვუჭერ მხარს იმ მოსაზრებას, თითქოს ჩვენ ქვეყანას გააჩნია სუსტი პოლიტიკა ამ კუთხით. პირიქით, აბსოლუტურად ყველა ფორუმზე ვცდილობთ, რომ ჩვენი ინტერესები აშკარად დავიცვათ. სია იქნება განახლებადი. როგორც პრემიერმა ბრძანა, ეს არ არის ამომწურავი ნუსხა იმ პირების, ვისაც დანაშაული მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე. ძალოვანი უწყებები იმუშავებენ აქტიურად რომ იდენტიფიცირება მოხდეს ყველა პირის,” - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” 33 ადამიანი არის შეყვანილი. პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, მთავრობამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელსაც განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე, დღეს დაამტკიცებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა